*8888

*8888

WORLD CLASS GEORGIA

World Class Georgia – საერთაშორისო ფიტნესბრენდის World Class-ის პირველი ოფიციალური ფრენჩაიზ კლუბია საქართველოში. ბრენდის ისტორია 1983 წლიდან იწყება და მისი სათაო ოფისი შვედეთში მდებარეობს. World Class დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 200-ზე მეტი კლუბით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის World Class Georgia მოწინავე ფრენჩაიზ კლუბად არის აღიარებული.

World Class Georgia-ს მფლობელი კომპანია, ”ჯორჯიან ფიტნეს გრუპი”, კერძო ინვესტიციებით დაფუძნებული ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოში  ფიტნესინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის ფიტნესმომსახურება.