*8888

*8888

Les Mills

World Class-ის ფიტნესკლუბს მსოფლიოში ცნობილი ჯგუფური ვარჯიშების ფიტნესბრენდის  Les Mills-ის მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორები ჰყავს, რომლებიც თქვენი ვარჯიშის სისწორესა და მაქსიმალურ შედეგიანობას უზრუნველყოფენ.

BODYPUMP™

BODYPUMP™ არის ვარჯიში მცირე, ან საშუალო წონის ძელით მათთვის, ვისაც სწრაფად სურს კუნთოვანი მასის გაზრდა და გამოშრობა. ის გაძლევთ ყველა ძირითადი კუნთის გავარჯიშების საშუალებას. ინსტრუქტორების მიერ შემოთავაზებული მოძრაობები მეცნიერულ დონეზეა დამუშავებული, კარგი მუსიკა კი თქვენს მოტივაციასა და ჩართულობას უზრუნველყოფს.

BODYBALANCE™

BODYBALANCE™ – იოგას, ტაი ჩისა და პილატესის მოძრაობების შერწყმაზე დაფუძნებული ჯგუფური ვარჯიშია, რომელიც თქვენს გონებასა და სხეულზე დადებითად მოქმედებს. ჩვენი პროფესიონალი მწვრთნელები ვარჯიშის პროცესს მაქსიმალურად კომფორტულსა და სასიამობნოს ხდიან.

ვარჯიშის შემდეგ თავს მშვიდად, კონცენტრირებულად და ბედნიერად გრძნობთ.

BODYCOMBAT™

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობილი და პოპულარული BODYCOMBAT™ საბრძოლო ხელოვნების ბაზაზე შექმნილი ინტენსიური ვარჯიშია მარტივი მოძრაობების გამოყენებით. ჩვენი მწვრთნელები დაგეხმარებიან მაღალინტენსიური ვარჯიშის პროცესში და შეგიქმნიან მოტივაციას მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. დაძლიეთ სტრესი და იგრძენით თავი ნამდვილ ჩემპიონად!

RPM™

RPM™ – ჯგუფური ვარჯიში ველოსიპედების გამოყენებით. ენერგიული მუსიკის ფონზე ჩვენი მწვრთნელები გაგიძღვებიან საინტერესო და სახალისო მოგზაურობაში, სადაც გაივლით მთიან ზედაპირს, სწორ ადგილებს და სპრინტსაც გამოცდით. RPM™ მოგცემთ საშუალებას, მიაღწიოთ თქვენი კარდიო ფიტნესის პიკს და გათავისუფლდეთ ზედმეტი კალორიებისგან.

CONTACT US

Follow us