ჩვენი

ბრენდის შესახებ

ვინ ვართ ჩვენ & რას წარმოვადგენთ

World Class-ის ისტორია 1983 წელს, სკანდინავიაში იწყება. გასული 34 წლის განმავლობაში ბრენდი აქტიურად ფართოვდებოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე შუა აზიის რეგიონში. დღეისათვის მსოფლიოში World Class-ის 84 კლუბი ფუნქციონირებს. ფიტნესკლუბის მფლობელი კომპანია, ''ჯორჯიან ფიტნეს გრუპი'', კერძო ინვესტიციებით დაფუძნებული ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ფიტნესინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს. პირველი კლუბისათვის განსაზღვრული ინვესტიცია შეადგენს 3,000,000 აშშ დოლარს. სამომავლოდ თბილისში World Class-ის კიდევ 4 კლუბი გაიხსნება.

რას

გთავაზობთ

პერსონალური მწვრთნელი

დახურვა X

მაღალკვალიფიცირებული პირადი მწვრთნელები მოამზადებენ სპეციალურად თქვენზე მორგებულ, პერსონალური ვარჯიშების უნიკალურ და ეფექტურ პროგრამას, რჩევებს ჯანსაღი კვების შესახებ და დაგეხმარებიან მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

ჯგუფური პროგრამები

დახურვა X

‘World Class’ გთავაზობთ ჯგუფური ვარჯიშების ფართო სპექტრს, სადაც ნებისმიერი იპოვნის იმას რაც უნდა. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სპეციალურად შემუშავებულ სავარჯიშო პროგრამებს, რაც მაქსიმალურად დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.

იოგა

დახურვა X

იოგა ეს არის აღმოსავლური სიბრძნის შესწავლის პირველი ეტაპი, რომელიც მიმართულია ძირითადი პოზების ათვისებაზე, სწორ სუნთქვაზე, ხერხემლის გაჯანსაღებასა და მოდუნებაზე. იოგას ვარჯიში ხელს უწყობს თითქმის ყველა კუნთის გამაგრებას და საშუალებას გაძლევთ უკეთ მოახდინოთ კონტროლი თქვენს სხეულზე.

Les Mills პროგრამები

დახურვა X

მსოფლიო ბესტსელერი! 20 წელია რაც ამ პროგრამას ამუშავებს კომპანია Les Mills და მას გადიან მსოფლიოს ას ქვეყანაში. ვარჯიშის სისტემა, მედიცინის და ფიტნესის სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული, ზედმიწევნით შერჩეულია მუსიკა და ტრენერის ემოციაც კი - ეს რეზულტატის მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ეფექტური გზაა.

სტუდია RPM

დახურვა X

RPM პროგრამა ველოტრენაჟორები, გამამხნევებელი მუსიკა, ვიდეობილიკი, საშუალებას გაძლევს სრულად ჩაიძირო რბოლაში. ჩვენი ინსტრუქტორები იზრუნებენ იმაზე, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ველოსიპედით გასეირნება, ისინი შეცვლიან მუშაობის ტემპს და სახეობებს. თქვენ შეძლებთ დაწვათ კალორიების მაქსიმუმი და დაიკლოთ წონაში უმოკლეს დროში, გაიუმჯობესოთ კარდიოამტანობა და ფეხის კუნთების ძალა.

Antigravity

დახურვა X

Antigravity - ტრადიციული იოგას შერწყმა ქორეოგრაფიის ელემეტებთან, საჰაერო აერობიკასთან, პილატესის სისტემასთან და მხატვრულ ტანვარჯიშთან. იოგას კლასიკური სავარჯიშოები ჭერზე დაკიდებულ ჰამაკებში შესრულდება. გაიმაგრებთ კუნთებს, გაიუჯებესებთ სისხლის მიმოქცევას და მოძრაობის კორდინაციას.

Outdoor

დახურვა X

‘World Class’-ის აუთდორ პროგრამები გთავაზობთ სხვადასხვა ვარჯიშების სპექტრს ღია ცის ქვეშ ჩვენი სპეციალისტების მეთვალყურეობით. თქვენ შეგიძლიათ შეუთავსოთ სასარგებლო სასიამოვნოს.

საბრძოლო ხელოვნების ზონა

დახურვა X

ჩვენს მწვრთნელებთან ერთად თქვენ დაეუფლებით თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებას, რაც ითვალისწინებს სხეულისა და გონების ერთმანეთთან სრულ კომუნიკაციას.

PILATES პროგრამა

დახურვა X

ჯოზეფ პილატესის სისტემის სავარჯიშოების და ტექნიკის შესწავლა. მოქნილობა, ძალა, ამტანობა, საერთო ფიზიკური მდგომარეობა. ვარჯიშის ჩატარებაში დაგეხმარებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით.

ჩვენი

კლუბის შესახებ


01⁄02

|    ჩვენს შესახებ

    სად მდებარეობს

ზოგადი მიმოხილვა

1300 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მულტიფუნქციური კლუბი მომხმარებელს შესთავაზებს უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების მქონე, პრემიუმ კლასის ფიტნეს სერვისს, მათ შორის:
- ფიტნესმწვრთნელების საერთაშორისო, სერტიფიცირებულ გუნდს, რომელიც მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართავს სავარჯიშო პროცესს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საუკეთესო შედეგების მისაღწევად. კლუბის მწვრთნელები სერტიფიცირებულები არიან მსოფლიოს წამყვანი ფიტნესორგანიზაციების მიერ: World Class (ევროპა), Less Mills (დიდი ბრიტანეთი), Romana's Pilates (აშშ), AntiGravity (აშშ), Technogym (იტალია);
- მსოფლიოს წამყვანი სატრენაჟორო ბრენდის, ''Technogym''-ის უახლესი ხაზით აღჭურვილ 600 კვ.მ. ფართობის სავარჯიშო დარბაზს ყველა ტიპის სავარჯიშო ზონით;
- მსოფლიოს წამყვანი ახალზელანდიური ბრენდის ''Les Mills''-ის სავარჯიშო პროგრამების ფართო სპექტრს,

რომლებიც აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს 100 ქვეყნის 15,000 წამყვან ფიტნესკლუბში და ქართველ მომხმარებელს სავარჯიშო პროგრამების სრულიად ახლებურ ფორმატს შესთავაზებს;
- მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ''AntiGravity''-სა და ''Romana's Pilates''-ის ექსკლუზიურ, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროგრამებს;
- სწორი და ჯანსაღი კვებისთვის განკუთვნილ ფიტნესბარს, სპეციალურად მომხმარებლის განტვირთვისათვის განკუთვნილ ლაუნჯ ზონასა და Nike-ის სპორტულ მაღაზიას;
- კომფორტულ გასახდელებს სოლარიუმით, მასაჟის ზონასა და საუნას პანორამული ხედით;
- iOS და Android სისტემებზე მორგებულ მობილურ აპლიკაციას, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს თავისი პირადი ფიტნესმონაცემების სრულ მართვას; - ავტომობილების პარკირების ზონას მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისათვის.

შეავსეთ

განაცხადი

შეავსეთ განაცხადის ფორმა და ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ უახლოეს მომავალში.